ჩვენ გვინდა მეგობრობა რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების სასიკეთოდ – სერგეი ლავროვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებზე პოზიციის დაფიქსირებისას, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნის თაობაზეც ისაუბრა, რაც მხოლოდ საქართველოს მხარის მიერ კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ მოხდება:

თუკი საქართველოს ხელისუფლება შეძლებს დაძლიოს ქვეყანაში არსებული მძიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია და უზრუნველყოფს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას, მაშინ ჩვენი მხრიდან შექმნილი იქნება ყველა პირობა დაწესებული შეზღუდვების გასაუქმებლად, , მათ შორის ავიაგადაზიდვებზე საქართველოს მიმართულებით. ჩვენ გვინდა მეგობრობა და თანამშრომლობა რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების სასიკეთოდ” – განაცხადა სერგეი ლავროვმა

ამასთან რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მათ “აშფოთებს რადიკალურად განწყობილი ქართული პოლიტიკური ელიტის მხრიდან რუსოფობიური განწყობების შექმნის მცდელობა, ჩვენი ხალხების წასაჩხუბებლად“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *