ჩუკენობენ და ჩუკენობენ ვარაზისხევის მანიაკივით – ხათუნა ხოფერია

საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი, 1995-2004 წლებში, ხათუნა ხოფერია ფეისბუკის პირადი გვერდიდან მკვეთრად ნეგატიურ პოზიციას აფიქსირებს ოპოზიციის მისამართით:

ევროსაბჭო, სახდეპი, თეთრი სახლი, წითელი მზე, შავი ზღვა და ზღვაზე თეთრი აფრები, ყველა ერთად საქართველოს ხელისუფლებას აქებს, ტაშს უკრავს, მემორანდუმებს და ხელშეკრულებებს უფორმებს და სულ კიდიათ ეს შენი ბოკერია-სააკაშვილი…

ესენი არ ისვენებენ… ხან შტურმით აპირებენ პარლამენტის აღებას, ხან პრეზიდენტს უპირებენ ინაუგურაციის ჩაშლას, ხან დენდროპარკის ხეებს ექაჩებიან, ხან ქუთაისის ავტოქარხანას, ხან ღვინოში ჩაფსმით ემუქრებიან კახეთს!

მოკლედ, ჩუკენობენ და ჩუკენობენ ვარაზისხევის მანიაკივით…
ნუუუ… ვერაფერს ვიზამთ… თავისუფლება თავისუფლებაა… იჩუკენეთ, ჩუკენჩიკებო!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *