ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

პოლიტიკური პუმერანგი: გიორგი გახარიას პოზიცია-შეფასებები თოქ შოუ “რეაქციაში”

ტელეკომპანია “პირველის” ეთერში. ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ “რეაქციაში”, საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ არაერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო პოზიცია დააფიქსირა, გააკეთა კონკრეტული შეფასებებიც, რომლებიც საზოგადოების მსხელობის საგანი გახდა. გთავაზობთ შს მინისტრის გამონათქვამების ერთგვარ კოლაჟს:

ბიძინა ივანიშვილი გახლავთ პარტიის თავმჯდომარე, მე ჩემი პოზიციის გამოხატვის საშუალება მქონდა და გამოვხატე, იზიარებს გარკვეულ ნაწილში, გარკვეულში კი არა. იმ ნაწილში, რომ ეს იყო ლეგიტიმური და პროპორციული ძალის გამოყენება ბატონი ბიძინა ივანიშვილი გვეთანხმება, თუმცა როგორც ჩვენ, ასევე ისიც ხედავს რომ კონკრეტულ შემთხვევებში იყო გადაცდომები, რაც მკაცრად არის გამოსაძიებელი“;

ბრძანება მე გავეცი!“;

განკარგულება და ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე“;

სიტყვა “დარბევა”, ამ შემთხვევაში, სამართლებრივადაც არ გამოიყენება და აგიხსნით რატომ. ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია. ეს აქცია 10 (22:00, რედ.) საათის შემდეგ გახდა ჩვეულებრივი სისტემური, ორგანიზებული შტურმი პარლამენტის შენობის აღებით“;

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქალაქის მერიამ რამდენჯერმე მოუწოდა მოქალაქეებს – გთხოვთ დატოვოთ აქციის ადგილიო. ეს გაფრთხილება იყო 4-ჯერ“;

8 ივლისს ქალაქში ჩატარდა 4 აქცია, მათ შორის ორი რადიკალურად ერთ მხარეს დაპირისპირებული, როდესდაც ერთ მხარეს გვყავდნენ ბოკერია და ხოშტარია, ხოლო მეორე მხარეს ვასაძე და ფალავანდიშვილი, აბსოლუტურად რადიკალური, არაფრით განსხვავებული ერთმანეთისგან“;

ეხლა რომ მომიყვანეთ მაგალითი “საბურავების”, თქვენ გგონიათ, რომ ამ საქმეს ან მე ან ვინმე სხვა ბოლომდე არ მიიყვანს?! ძაან ცდებით!“;

კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი გამონათქვამები გაჟღერდა აღნიშნულ გადაცემაში, თუმცაღა რაც გაგაცანით თუ შეგახსენეთ, ბევრ რამეზე იძლევა პასუხს…

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული