პარასკევი, აპრილი 19, 2024

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პარტნიორთა სხდომამ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნიკა გვარამია დატოვა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, 9 %-იანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის მოთხოვნა – გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გადაყენების საკითხი განიხილა სამაუწყებლო კომპანიის პარტნიორთა სხდომამ. სხდომაზე ნინო ნიჟარაძის ინტერესებს იცავდა გიორგი ყავლაშვილი.

ნინო ნიჟარაძის წარმომადგენლის შეფასებით, გიორგი გაბუნიას მონოლოგმა „პოსტ სკრიპტუმში“ საკმაოდ დიდი ზიანი მოუტანა არხის რეპუტაციასა და იმიჯს. ამასთან დაკავშირებით, გიორგი ყავლაშვილი მიიჩნევს, რომ “პოსტ სკრიპტუმის” ეთერში ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული არაეთიკური გამონათქვამების გამო პასუხისმგებლობა არხის გენერალურმა დირექტორს დაეკისროს და იგი თანამდებობიდან გადადგეს. ნიკა გვარამიას შეკითხვაზე “გაბუნია რას იტყოდა, იმ გადაცემაში, ჩემთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული?“, რაზეც ყავლაშვილი პასუხობს – “დიახ!“.

. რაზეც, სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი, პასუხად, კონკრეტულ შეკითხვებს უსვამს ნინო ნიჟარაძის წარმომადგენელს:

ჩემი გადაყენების საკითხი დგას ერთადერთი ფაქტის გამო, სარედაქციო პოლიტიკა და ა.შ. – ეს ზოგადი საუბარია, ფაქტი არის შემდეგი, მე არასათანადოდ დავგმე გაბუნია, სწორად მესმის? გაბუნია არ დავაცენზურე, მარტივად რომ ვთქვა, არ მოხსენი ეთერიდან მისი ტექსტი, ან ვიცოდი და მე თვითონ წავახალისე, ხომ სწორია? და მეორე, ეს ყველაფერი რომ მოხდა, არასათანადოდ დავგმე, სწორია?“ – კითხულობს ნიკა გვარამია. და აგრძელებს – “თქვენ ასე წარმოგიდგენიათ ჟურნალისტის საქმიანობა, რომ პარტნიორს დაურეკავენ რაღაც რომ უნდა თქვან?!

ამასთან დაკავშირებით  გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა, რომ “არხს აქვს გარკვეული პოლიტიკა და რაც არხის ხელმძღვანელობას არ მოსწონს, ეთერში არ გადის“.

კენჭისყრაზე დადგა ნიკა გვარამიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, რასაც მხოლოდ მხოლოდ საკითხის ინიციატორი, ნინო ნიჟარაძის ინტერესების დამცველი დაეთანხმა. შესაბამისად ნიკა გვარამია რჩება გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული