სამშაბათი, აპრილი 16, 2024

რუსეთის პრეზიდენტის მიერ “დაწერილი” საქართველოს ისტორიის რუსული ვერსია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოზე საუბრისას ისტორიის თავისებურ ინტერპრეტაციას ახდენს. ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ არც აფხაზეთი და არც ცხინვალის რეგიონი (სამხრეთ ოსეთი) არასოდეს შედიოდნენ საქართველოს შემადგენლობაში, ამასთან საქართველოს მოიხსენიებს ოკუპანტად, რომელმაც აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა და ასევე ბრალი დასდო ოსების გენოციდში.

სამხრეთ ოსეთი შევიდა თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში, არანაირი საქართველო არ არსებობდა მაშინ, აფხაზეთის საკითხი შემდეგი სახით განვითარდა. როდესაც დაიშალა რუსეთის იმპერია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველო შეეცადა აფხაზეთის შთანთქმას. შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო და გერმანული ჯარის დახმარებით, 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია. ამ დროს საქართველო იქცეოდა ულმობლად. ბევრად უფრო ცუდად იქცეოდა სამხრეთ ოსეთში 1919-20 წლებში, რაც დღევანდელი შეფასებით გენოციდის ტოლფასად შეიძლება ჩაითვალოს.

სტალინის დროს შეიქმნა საქართველოს სსრ, რომლის შემადგენლობაში შევიდა აფხაზეთი, სადაც სტალინის დავალებით შსსკ (НКВД), ბერიას მეთაურობით, უმოწყალოდ ექცეოდა აფხაზებს.

ყოველივე ეს, არათუ არ გაითვალისწინა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა (იგულისხმება ზვიად გამსახურდია, რედ.), არამედ მან საერთოდ გააუქმა ავტონომიები – აჭარა, აფხაზეთი და ა.შ., ამან კი ძმათამკვლელი ომი გამოიწვია.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ანტირუსული განწყობების გააქტიურება იმ ხალხის მიერ ხდება, რომლებმაც ან არაფერი იციან, ან იციან, მაგრამ იგნორირებას ახდენენ და საბოლოო ანგარიშში გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ საქართველოს და ქართველ ხალხს” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული