“ქართული ოცნების” ლიდერების შეფასებები “რუსთავი 2”-ის წამყვანის გამონათქვამებზე

“რუსთავი 2”-ის ეთერში, “პოსტ სკრიპტუმის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას გამონათქვამების შეფასებას ახდენენ ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:

ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა რუსთავი 2-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად.

ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან“.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე:

რაც დღეს რუსთავი 2-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. კითხვები აღარ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს“.

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე:

ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ.

ამას მარტივი სახელი ქვია – საკუთარი ქვეყნის მტრობა.​​​

ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *