ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

საქართველოს პრეზიდენტი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას გამონათქვამების შეფასებას ახდენს

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის P.S.-ისა და “არჩევანის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ფართო მსჯელობა-განხილვის საგანი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:

პრეზიდენტი გმობს ერთ-ერთი ტელეკომპანიის წამყვანის მიერ მეზობელი ქვეყნის მეთაურის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოხსენიებას.

პატრიოტიზმი სხვა რამ არის. ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება. ჩვენი გზა მშვიდობიანი გზა არის, ჩვენი პერსპექტივა ევროპა, ჩვენი ძალა კი სტაბილურობა.

ქვეყნის დაშლა ორ ბანაკად, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია! ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე?

ყოველ შემთხვევაში ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ!

საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა!

სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება ამას ჰქვია!” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული