პარასკევი, მარტი 29, 2024

რუსეთის სანქციები ტურიზმის სფეროში და მარიამ ქვრივიშვილის პროგნოზები

ტურიზმის სფეროში მოსალოდნელ პრობლემებზე, კერძოდ კი რუსეთის ფედერაციიდან ტურისტების ნაკადის შემცირებაზე საუბრობს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მარიამ ქვირივიშვილის პროგნოზით, სანქციების გამო, მიმდინარე წლის ბოლომდე ქვეყანაში ვეღარ შემოვა დაახლოებით 1 მილიონი რუსი ტურისტი, ამასთან ტურისტულ კომპანიებს, ფაქტობრივად, რუსეთში აეკრძალათ საქართველოს პროდუქტის რეალიზება, რაც პრობლემებს შექმნის ქვეყნის ეკონომიკაში და პირდაპირ პროპორციულად დაარტყამს კერძო სექტორის ბიზნესის განვითარებას.

2019 წლის ბოლომდე, ჩვენ გვქონდა გათვლა, რომ საქართველოში შემოვიდოდა მილიონ 700 ათასი რუსეთის მოქალაქე ტურისტული მიზნით. 2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, უკვე შემოვიდა 700 ათასამდე რუსეთის მოქალაქე, შესაბამისად, დღეს ჩვენ გვაქვს გამოწვევა, მილიონ ტურისტზეა საუბარი, რომელიც ეკონომიკურად გადაითარგმნება როგორც ორი მილიარდი ლარის დანაკლისი. პროპაგანდა, რომელიც ხაზს უსვამს იმ მიმართულებას, რომ საქართველო ვითომდა არ არის უსაფრთხო მიმართულება და შესაბამისად, მიმდინარეობს აღნიშნული მიმართულებით, ადგილობრივად ძალიან მასშტაბური პროპაგანდა, ჩვენი ძირითადი უმნიშვნელოვანესი ამომავალი წერტილი არის ის, რომ ერთობლივად, მთელს მსოფლიოს დავანახოთ, რომ საქართველო იყო, არის და იქნება უსაფრთხო მიმართულება. გარდა ამისა, ის მიმართულება, რომელიც გულისხმობს, რომ ტურისტულ კომპანიებს, ფაქტობრივად, რუსეთში აეკრძალათ საქართველოს პროდუქტის რეალიზება, რომელიც პირდაპირ პროპორციულად ურტყამს ჩვენი კერძო სექტორის ბიზნესის განვითარებას” – განაცხადა  მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული