სავალუტო რეზერვების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი და არ ექნება სასურველი შედეგი – ეროვნული ბანკი

ლარის კურსის მორიგი რყევების მიზეზად რუსულ ტურისტულ ემბარგოს მიიჩნევს და ამასთან სავალუტო რეზერვების გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.

გასულ პერიოდში თქვენ რაც რყევები ნახეთ, ეს დამოკიდებული იყო იმ მოლოდინებთან, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული ტურისტების რაოდენობის შემცირებასთან. შესაბამისად, ეს როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოში კურსზეც აისახა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რეალურად როგორი დინამიკა ექნება ტურისტულ შემოსავლებს, შესაბამისად აისახება ეს მომავალში კურსზეც. თუ დავინახავთ ინტერვენციის საჭიროებას მომავალში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რეზერვები, მაგრამ ამ ეტაპზე და გამომდინარე იმ შოკიდან, როგორი შოკიც ჩვენ გვაქვს, რეზერვების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი და არ ექნება სასურველი შედეგი. ჩვენი მიზანია კურსის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილურობა. ჩვენ თუ დავინახავთ ამის საჭიროებას, რა თქმა უნდა ჩვენს გვაქვს რეზერვები, მაგრამ ამ ეტაპზე, რაც ჩვენ გვაქვს შოკი ამ შემთხვევაში რეზერვების გამოყენება არ არის სასურველი” – აცხადებს არჩილ მესტვირიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *