სამშაბათი, აპრილი 16, 2024

10 ივლისიდან იუსტიციის სახლში გამოყოფილი სივრცით და სპეციალური მომსახურებით ისარგებლებენ ტაქსის ნებართვის მფლობელები – კახა კალაძე

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპზე ისაუბრა, რომელიც 1 ოქტომბრიდან შედის ძალაში. მისი თქმით, ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფა პირველი ივლისიდან უკვე დაიწყო. ამიტომ, ტაქსის ნებართვის მფლობელმა სისტემაში უნდა მიუთითოს, თუ რომელი კატეგორიით სურს საქმიანობის გაგრძელება.

1 ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი და ამოქმედება ორი კატეგორიის ნებართვა – A და B. A არის თეთრი ფერის, სპეციალური აღმნიშვნელისა და ტაქსის მაიდენტიფიცირებელი საშუალების გამოყენების უფლების მქონე ტაქსი, ხოლო B კატეგორია არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ იყენებს მაიდენტიფიცირებელ საშუალებას, შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის და შეკვეთას იღებს აპლიკაციის ან სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე.

ჩვენ პირველი ივლისიდან დავიწყეთ აღნიშნული ტაქსების კატეგორიებად დაყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაქსის ნებართვის მფლობელი სისტემაში უთითებს, თუ რომელი კატეგორიით სურს საქმიანობის გაგრძელება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მასში ერთვება იუსტიციის სახლი.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს თანამშრომლობისა და თანადგომისთვის. 10 ივლისიდან იუსტიციის სახლში გამოყოფილი იქნება სივრცე, სადაც ტაქსის ნებართვის მფლობელებს შეუძლიათ მიმართონ და ისარგებლონ სპეციალური მომსახურებით” – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული