ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

ყველამ ვიცით რა მოწოდებები კეთდებოდა, სიტუაციები უნდა ადუღებულიყო – ანრი ოხანაშვილი

ქვეყანაში სიტუაციის არევისა და პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარების მცდელობას უყენებს ბრალად, ცალკეულ ჯგუფებსა და პოლიტიკოსებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

ჩვენ ყველამ ვიცით, მთელმა საზოგადოებამ, რა მოწოდებები კეთდებოდა ცალკეული ჯგუფების თუ პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის რეგიონების დონეზე. პირდაპირ, მედიით ყველას გვაქვს ეს ნანახი, რომ სიტუაციები უნდა ადუღებულიყო ბათუმში, შემდგომ ზუგდიდში იყო დაძაბულობის კერები, შემდგომ იარაღის ხელში აღებაზე, ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, სხვადასხვა კონტექსტში, შემდგომ რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარებაზე, დაუმორჩილებლობაზე. ეს სიტყვები, ჩვენ საზოგადოებას, გვესმის პერმანენტულად, სისტემატურად. ამის, ყველაფრის საბოლოო განვითარება ვიხილეთ შემდგომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, როდესაც იყო პირდაპირი მოწოდება საქართველოს პარლამენტის შტურმით აღებასთან დაკავშირებით” – აცხადებს ოხანაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული