ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

გარდაიცვალა მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი

51 წლის ასაკ­ში ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი (გოგიჩა) გარდაიცვალა. გოგიჩა ბოლო წლების განმავლობაში  მძიმე სენს, სიმსივნეს ებრძოდა.

გიორგი გოგიჩაიშვილს, წლების განმავლობაში, სხვადასხვა ტელევიზიაში, საბავშვო და გასართობი გადაცემები მიჰყავდა.

აი, ნამდვილი სადარდებელი რა არის – წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა.
გოგიჩა გარდაიცვალა” – ფეისბუკის საკუთარი გვერდიდან ამ სამწუხარო ფაქტს ეხმიანება “ბასტი ბუბუს” დამფუძნებელი თამრიკო სხვიტარიძე.

ბოლო წუთამდე იბრძოლა სიცოცხლისთვის. სიცილით, სიყვარულით ამარცხებდა ვერაგ დაავადებას. გოგიჩ, ვერაფრით დაგივიწყებთ. შენი სიკეთე აქ დარჩა. დროებით მეგობარო” – ნანუკა ჟორჟოლიანიც ასე ემოციურად ეხმიანება, გოგიჩას გარდაცვალებას, სოციალურ ქსელში.

მრავლადაა ტკივილით აღსავსე გამოსათხოვარი სიტყვები ინტერნეტ სივრცეში და ყველა ერთხმად აღნიშნავს გოგიჩას საოცრად თბილ ბუნებას და რაოდენ მოსიყვარულე ადამიანი იყო იგი.

სააგენტო “პარალელი” ღრმა მწუხარებას გამოხატავს გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული