ბაჩანა შენგელიამ გენერალურ პროკურატურას გიორგი გახარიას გამოკითხვის მოთხოვნით მიმართა

გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროკურატურას, სხვებთან ერთად, შს მინისტრ გიორგი გახარიას გამოკითხვის მიზნით მიმართავს, რადგანაც მიაჩნია, რომ უშუალოდ შს მინისტრის დავალების შესაბამისად უზრუნველყო განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების სამსახური შესვლა.

ეს იყო პოლიტიკური დავალება, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, მათ სჭირდებოდათ ზუგდიდში მეორე ტურში გამარჯვება და ე.წ. ურჩი დირექტორები, რომლებიც მათ სასარგებლოდ, საუბარია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ არ აწარმოებდნენ კამპანიას, უნდა დაესაჯათ სამაგალითოდ. ჩვენი ინფორმაციით, ეს ბრძანება გასცა სწორედ გიორგი გახარიამ. ამ შეხვედრას ესწრებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და შტაბის სხვა წარმომადგენლები, რომლებმაც, ალექსანდრე მოწერელიაზე მაქვს საუბარი, დაადასტურა კიდევაც ეს ყველაფერი, მოწმეთა თანდასწრებით და თქვა, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, ყველა ამ პირის დაკითხვას და დადასტურების შემთხვევაში, გიორგი გახარიას პასუხისგებაში მიცემას” – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *