ვალენტინა მატვიენკო: “საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს”

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე, ვალენტინა მატვიენკო რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ყოფნას, მის მიერ დროზე ადრე ვიზიტის შეწყვეტას და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

ეს იყო განუკითხაობა, სახელმწიფო დუმის დეპუტატს პრაქტიკულად თავს დაესხნენ, ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება” – განაცხადა ვალენტინა მატვიენკომ.

ჩვენთან არაა ანტიქართული განწყობები. ჩვენ ძველებურად გვიყვარს ქართველები, ჩვენ გვაქვს ერთ სახელმწიფოში ხანგრძლივი თანაცხოვრების გრძელი ისტორია – მეგობრობასა და ურთიერთგაგებაში” – აღნიშნავს იგი.

მატვიენკოს აზრით საქართველოს ხელისუფლებამ, რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება სხვათა კარნახით მოახდინეს და ქართულ მხარეს ქვეყანაში წესრიგის დამყარებას სთავაზობენ.

სანამ საქართველოს ხელისუფლება არ დაამყარებენ ქვეყანაში წესრიგს, სანამ არ ჩაწყნარდება რადიკალების მიერ აგორებული რუსოფობიის ტალღა, არაფერი გვაქვს მათთან სალაპარაკო.

მომხდართან დაკავშირებით მოიხადონ ბოდიში და ამის შემდეგ შესაძლებელია დიალოგი” – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *