შაბათი, აპრილი 20, 2024

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდების დაწყებისთვის მზადაა – სოფიო გორგოძე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 1 ივლისს ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით მზადყოფნის შესახებ ანგარიშს ავრცელებს.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძე აცხადებს:

მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად და აბიტურიენტთა მისაღებად მზად არის.

საგამოცდო სექტორები გაგრილების სისტემითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი. ცენტრებთან გამოცდების პერიოდში მუდმივად იქნება მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17-24 ივლისს კი გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება” – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!

სააგანტო “პარალელი” ასევე უსურვებს წარმატებებს მასწავლებლებს, აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსში მონაწილეებს!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული