საპარლამენტო უმრავლესობის ვერდიქტიდან მოსამართლის ვერდიქტამდე

ა.წ. 26 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე საქართველოს გენერალური პროკურორისათვის პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 25 ივნისის #013/4 მომართვაზე იმსჯელეს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა სხდომაზე, რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად წარადგინა, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი – საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების მიზნით, სასამართლოსათვის მიმართვაზე საქართველოს გენერალური პროკურორისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

წარმოდგენილ დადგენილების პროექტს მხარი პარლამენტის 91 წევრმა დაუჭირა.

მომდევნო დღეს კი, 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე და იგი არ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ნიკა მელიას, 20 დღის ვადაში, გირაოს სახით 30 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციონერი ლიდერის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 აგვისტოსთვის ჩაინიშნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *