შაბათი, აპრილი 20, 2024

ძალისხმევას არ დავიშურებ, ადამიანებს, საზოგადოებას და ჩვენს სახელმწიფოს პირუთვნელად, შედეგიანად და გონივრულად ვემსახურო

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტში, შემდგომ კი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან და რუსთაველის გამზირზე განვითარებული უმძიმესი ფაქტების გამო, ირაკლი კობახიძემ დატოვა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ აღნიშნულ თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე დაასახელა.

მიმდინარე წლის 25 ივნისს, პარლამენტის სესიაზე, საქართველოს პარლამენტმა, 94 ხმით თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე აირჩია.

ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, პლენარულ სხდომათა დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

პარლამენტმა ცნობად მიიღო საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება გადადგომის შესახებ, ხოლო სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ფარული კენჭისყრის ჩატარებამდე, არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

არჩილ თალაკვაძე: “ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა, გავხდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ვუხელმძღვანელო ამ უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტის მუშაობას. საჯაროდ ვდებ პირობას, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ, ადამიანებს, საზოგადოებას და ჩვენს სახელმწიფოს პირუთვნელად, შედეგიანად და გონივრულად ვემსახურო“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული