ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

“დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა” – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა. მამუკა ბახტაძემ შეფასება მისცა 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ მოვლენებს და მომხდარში ძირითადად “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა.

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის და მისი აგრესიული ჯგუფის რიტორიკა არის ერთი და იგივე – ეს არის აგრესია, ეს არის ძალადობა და ეს არის ყველაფერი, რაც უკავშირდება მთავარ მიზანს, რომ ქართულ საზოგადოებაში როგორმე შემოიტანონ იმის განცდა, რომ იქნება არეულობა.

შვიდი წელია ისინი ამზადებდნენ და ჩაუსაფრდნენ საკუთარ ქვეყანას, სამშობლოს და საკუთარ ხალხს. ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა.

მიუხედავად იმისა, რომ მართლაც, ის, რაც ვიხილეთ 20 ივნისს დილით, ეს იყო სრულიად მიუღებელი ნებისმიერი ქართველისთვის. ერი, რომელიც მთელი თავის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში იბრძვის მთავარი ფასეულობისთვის – თავისუფლებისთვის, ეს იყო უმძიმესი სანახავი, ძალიან მძიმე და ამან გამოიწვია გულწრფელი ემოციები ჩვენს მოქალაქეებში, გულწრფელი პროტესტი და თითოეული ჩვენთაგანი არის ამ პროტესტის სოლიდარული” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული