პარასკევი, აპრილი 19, 2024

რა ხერხები შეიძლება გამოვიყენოთ გამოცდებზე დაგვიანების თავიდან ასაცილებლად?

ახლოვდება ერთიანი ეროვნული გამოცდები და დაგვიანება თავიდან რომ ავიცილოთ, ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი იძლევა კონკრეტულ რჩევებს.

რა ხერხები შეიძლება გამოვიყენოთ გამოცდებზე დაგვიანების თავიდან ასაცილებლად:

➡️ ეცადეთ, საკუთარ თავს დაანახოთ იმ საქმის ფასეულობა, რომლის შესასრულებლადაც მიდიხართ.

➡️ კარგად გაიაზრეთ და შეისწავლეთ მარშრუტი, რომლითაც ახალ, აქამდე უცნობ ადგილზე უნდა აღმოჩნდეთ. არ გამოგრჩეთ დიდი ქალაქის თავისებურებები, განსაკუთრებით – საცობები.

➡️ კარგად შეისწავლეთ, რა დრო გეხარჯებათ ჩვეულებრივ რუტინულ საქმეებზე, მოემზადეთ წინა საღამოს, ჩვენი დაგვიანების ხშირი მიზეზი ხომ გასვლის წინ მოწესრიგება ხდება.

➡️ გამოიძინეთ, უძილობა ზრდის დაგვიანების რისკს. დასვენებული გონება ცხოვრების ტემპსა და გრაფიკს უკეთესად მიჰყვება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული