მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე “თიბისი ჯგუფში” დაბრუნდნენ

TBCBANK ჯგუფის აქციონერთა კრების გადაწყვეტილებას ასაჯაროვებს მამუკა ხაზარაძე ფეისბუკის პირადი გვერდიდან. ამ ინფორმაციის თანახმად მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ხელახლა იქნენ არჩეულნი დირექტორთა საბჭოში თავმჯდომარისა და მოადგილის თანამდებობებზე.

ლონდონში ახლახანს დამთავრდა TBCBANK Group PLC აქციონერთა კრება. აქციონერთა 97 პროცენტმა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას.

თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპიდან.

ამ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ, აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან ჩვენდამი დიდი ნდობის გამოცხადებად და ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერად, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ ყველა ჩვენ პარტნიორს, გუნდის წევრს და ყველა იმ ადამიანს ვინც მუდმივად ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში” – აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *