პარასკევი, ნოემბერი 28, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი...

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში – ბიძინა ივანიშვილი

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო “ქართული ოცნების” ოფისში, გუშინ 24 ივნისს, პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ბრიფინგზე, საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით, ახალი შეთავაზებები წარუდგინა საზოგადოებას.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის:

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

ჩვენ გთავაზობთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთნ, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენი სიბეცის გამო, ყველას წაგვართვით ამ ქვეყანაში ცხოვრების, ან სამშობლოში დაბრუნების უფლება😡” – ეკა...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე  ცალკეულ პირებს...

“ამ ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს” – მიხეილ...

მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძის და მათი შვილის, ალისას საუბარს...

“ნაცების კი არა, ხალხის გეშინიათ აქციაზე, ჩინურო ქოცებო😃🙈” – ელისო კილაძე

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მონაწილეობა 28...

“ბატონო შალვა, თქვენ არ ამბობდით, რომ ევროპა ქრისტიანულ ფასეულობებს დაშორდა, რომ ასეთი ევროპა თქვენთვის...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის ვატიკანში ვიზიტთან დაკავშირებით, ანალიტიკოსი ლელა...