შაბათი, აპრილი 20, 2024

მე დავტოვებ თანამდებობას მაშინ, როცა იქნება საჭირო – გიორგი გახარია

პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს შს მინისტრი, გიორგი გახარია.

გუშინ იყო ძალიან მძიმე დღე, ქალაქისთვის, თბილისისთვის და ქვეყნისთვის, გუშინ მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი – პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, ძალადობაში რომელიც იყო მიმართული პოლიციის წინააღმდეგ და ინსტიტუტების წინააღმდეგ, ძალადობაში, რომელმაც მიიღო პარლამენტის შტურმის სახე.

სიტუაცია დაიძაბა იმ დონებდე, რომ პოლიცია, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები – არალეტალური, რა თქმა უნდა” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრი, მომხდარზე პასუხისმგებლობას პოლიტიკოსებს აკისრებს.

უდიდესი აღშფოთება გამოიწვია ჩემში იმან, რომ ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა და პარტიების კონკრეტულმა წარმომადგენლებმა შეძლეს, რომ პოლიცია და მოქალაქეები, რომლებიც გამოთქვამდნენ გულწრფელ, ალალ პროტესტს, დაეპირისპირებინათ ერთმანეთისთვის და არცერთი მათგანი, ათი საათის შემდეგ იქ არ ყოფილა, ყველა უბრალოდ გაიქცა იქიდან და შეატოვეს ახალგაზრდები და პოლიციელები, თავიანთი პროვოკაციების შემდეგ, ერთმანეთს” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიამ მოკლედ უპასუხა:

მე დავტოვებ, რა თქმა უნდა, თანამდებობას მაშინ, როცა იქნება საჭირო!” – განაცხადა შს მინისტრმა.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული