ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

რეზინის ტყვიები, სხვადასხვა ტიპის გაზი და ა. შ. ქართული ოცნების ხელწერა ეს არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება – მამუკა ბახტაძე

ჯერ ჯიდევ აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლამდე, საკმაოდ დამაიმედებელ პაციფისტურ განცხადებებს აკეთებდნენ “ქართული ოცნების” ლიდერები, რომ არ იქნებოდა გამოყენებული უხეში ძალა. საქართველოს პრემიერ მინისტრი იძლეოდა ამის გარანტიებს.

სოციალურ ქსელებში და ნაციონალური მოძრაობის მართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს და ა. შ. ქართული ოცნების ხელწერა ეს არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე. ეს იყო ერთადერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის ხელწერა, რითაც ის ქართულ საზოგადოებას დაამახსოვრდა.

ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ის დეზინფორმაციის კამპანია, რაც მიმდინარეობდა დღესაც და წინ უსწრებდა დღევანდელ დღეს, საერთო პროვოკაციის ნაწილია.

მინდა, დავარწმუნო საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ ჩვენ, თქვენთან ერთად, ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით ისე, რომ ქართული სახელმწიფო, ქართული დემოკრატია, ქართული კონსტიტუცია გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რამდენიმე წუთის შემდეგ კი საპროტესტო აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით შლიდნენ სამართალმდაცველები.

არადა, ყოფილი სახალხო დამცველიც დარწმუნებული იყო, რომ პოლიცია მომიტინგეების დასაშლელად არ გამოიყენებდა სპეციალურ საშუალებებს:

“მე ერთი რამე ვიცი, რომ ხალხის სამართლიანი პროტესტის გამოყენება სცადეს პროვოკატორმა ნაციონალებმა, არეულობისთვის და ყველა, ვინც ამას გაბედავს, პასუხს აგებს კანონის წინაშე, ამის გარანტიას გაძლევთ ყველას. ყველა წავა ციხეში, ვინც კანონს დაარღვევს,​ არანაირი არეულობა არ მოხდება ამ ქვეყანაში, კიდევ ერთხელ არ ავარევინებთ ამათ ქვეყანას და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პოლიციას, რომელიც აბსოლიტურად კანონის ფარგლებში იცავს წესრიგს.

და ძალიან მინდა მოგიწოდოთ ჟურნალისტებს, რომ ნუ ავრცელებთ ტყუილებს, თითქოს პოლიცია იყენებს რაღაც საშუალებებს.” – აცხადებდა სოზარ სუბარი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული