ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024

ვასაძის იდეოლოგია, ფაშიზმის ერთგვარი მუტაციაა და არაფერი აქვს საერთო ქრისტესთან და მის მოძღვრებებთან – პაატა მანჯგალაძე

“ახალი საქართველოს” გენერალური მდივანი განცხადებას ავრცელებს. პაატა მანჯგალაძეს მიაჩნია, რომ ლევან ვასაძის განცხადებებს არაფერი აქვს საერთო არც ქრისტესთან და არც ქრისტიანობასთან, მისი მიზანია ტოქსიკური, სიძულვილზე და შიშზე დაფუძნებული კლიმატის შექმნა, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაბნეულობასა და ლოიალობას.

ვასაძის იდეოლოგია, ფაშიზმის ერთგვარი მუტაციაა. მისი მთავარი მოკავშირე სიბნელე და სიძულვილია, რასაც, რა თქმა უნდა, არაფერი აქვს საერთო ქრისტესთან და მის მოძღვრებებთან.

რუსეთს ახლა საქართველოში ესაჭიროება “ეროვნული ლიდერი”, რომელიც ე.წ. სუვერენული დემოკრატიის ფარგლებში “ხალხის ნების” აღმსრულებელი იქნება. მოხდება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს მისტიფიცირება და პოლიტიზირება. ნებისმიერი განსხვავებული აზრი გახდება უცხო, მტრული და მიუღებელი “ქართული სულისა” და “იდენტობისთვის”. ეს არის მათი დემაგოგიის არსებითი ნაწილი. ამ ვირუსის გავრცელებისთვის კი მათ ესაჭიროებათ ტოქსიკური, სიძულვილზე და შიშზე დაფუძნებული კლიმატი, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაბნეულობასა და ლოიალობას.

ცხადია, ვასაძის გუშინდელი განცხადებები ვერ აღსრულდება კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფის გარეშე, რადგან ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მხოლოდ სახელმწიფოს ფუნქციაა. ამას განაპირობებს კანონი. შესაბამისად, შექმნილ ვითარებაზე, პასუხისმგებლობა უპირველესად ხელისუფლებას ეკისრება. თუმცა, საქართველოსთვის და თავისუფლებისთვის, ჩვენც უნდა ვიყოთ აქტიურები, რადგან კვლავ მაღალია ალბათობა, სხვადასხვა სფეროებში ჩანერგილი მავნებლების ალიანსმა, კიდევ ერთხელ გაანადგუროს იგი” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული