ვასაძისეულ იდეოკრატიასა და პრიმიტიულ ეთნოცენტრიზმს ღრმა ფესვები გააჩნია საზოგადოებაში – პაატა მანჯგალაძე

ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს “ახალი საქართველოს” გენერალური მდივანი. პაატა მანჯგალაძის აზრით საქართველოს ათასობით მოქალაქეს უწევს ბრძოლა გადარჩენისთვის და არ აქვს იმის ფუფუნება, ამ ვითომ ნაციონალისტური და მორალისტული იდეების უკან მისი რეალური ტოტალიტარული ბუნება და საფრთხეები დაინახოს.

ვასაძისეულ იდეოკრატიასა და პრიმიტიულ ეთნოცენტრიზმს, ჩვენს საზოგადოებაში, უფრო ღრმა ფესვები გააჩნია, ვიდრე “თბილისი პრაიდის” აქციებისადმი პროტესტია. ამ მოძრაობის მიზანია საზოგადოებაში ერთგვარი ე.წ. მორალური და კულტურული უპირატესობის მოპოვება, რაშიც, მათი მთავარი მოკავშირე, ჩვენი ფსევდოპატრიოტული ემოციები, გზას აცდენილი იდენტობა და ეკლესიის შიგნით არსებული შავრაზმული ჯგუფებია.

ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური, სოციალური და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის ათასობით მოქალაქეს უწევს ბრძოლა გადარჩენისთვის და არ აქვს იმის ფუფუნება ამ ვითომ ნაციონალისტური და მორალისტული იდეების უკან მისი რეალური ტოტალიტარული ბუნება და საფრთხეები დაინახოს. საჭიროა აქტიური მოქმედებები, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ამ ბრძოლაში დემოკრატიამ თავისით ვერ გაიმარჯვოს” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *