პარასკევი, აპრილი 19, 2024

ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ – ლევან ვასაძე ლგბტ აქტივისტებს მიმართავს

14 ივნისს კანცალარიის წინ ლგბტ აქტივისტების მიერ დაგეგმილ აქციას, კონტრაქცია დაუპირისპირდა, რამაც საკმაოდ დაძაბული ფორმა მიიღო და სამართალდამცავების მხრიდან წესრიგის გაძლიერებული დაცვის პირობები დაახლოებით 20 პირი იქნა დაკავებული. აქციაზე იმყოფებოდა და სექსუალური უმცირესობებისა თუ მათი უფლებადამცველების მიმართ საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძე. იგი პირდება ლგბტ აქტივისტებს, რომ არ დაუშვებს მათ აქციებს:

არ დავუშვათ გარყვნილების არანაირი საჯარო დემონსტრაცია საქართველოში, არასოდეს, არც ერთი ფორმით, არც მოედანზე, არც მთაში, არც სასტუმროში, არც კინოთეატრში, არც ტყეში, არც ტბაზე.

ჩვენ არ დავუშვებთ არც კვირეულს, არც შვიდწამეულს, არც შვიდღეულს, არც შვიდწლეულ, ეს არასოდეს არ მოხდება“.

ეს პოზიცია კიდევ უფრო დაამძიმა ბიზნესმენმა თავის ვიდეო მიმართვაში:

ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია, მინდა ვუთხრა – არაფერი შეგეშალოთ, ჩვენ არ მოგცემთ თქვენ კორდონების ჩაყენების უფლებას ამ კვირაში და მაგათ (იგულისხმება ლგბტ აქტივისტები, რედ.) მიერ რაიმე საჯარო აქციების ჩატარებისა კინოთეატრში იქნება ეს, სკვერში, ქუჩაში, მთაზე თუ ტბაში თუ ტყეში, ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ” – მიმართავს ხელისუფლებას და ლგბტ აქტივისტებს ლევან ვასაძე.

მან ასევე მიმართა მამაკაცებს, რომ კვირას 20:00 საათზე მოვიდნენ აქციაზე და იქ აუხსნიდა მათ, თუ რა უნდა გაკეთდეს.

ვეძახით ყველას, ვისაც კაცი ჰქვია საქართველოში. გეძახით, ხალხო მოდით და დაგვიდექით. მე ვთხოვ ქალბატონებს და ბავშვებს, რომ დარჩეთ სახლში. ვერავის ვერ ავუკრძალავთ  ჩვენ იქ მოსვლას, მაგრამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა. მე ვეძახი მამაკაცებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ოსებს, აფხაზებს, რუსებს, უკრაინელებს, ბერძნებს, ქურთებს, იეზიდებს – ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოში ერთად ცხოვრობს. ძმებო და დებო, ეს ჩვენი ერთიანი სამშობლოა, ის დაფუძნებული არის ჩვენი და თქვენი კულტურების პატივისცემაზე. მაგ საფუძვლის მორღვევას ცდილობენ.

ნუ დავუშვებთ ამას!

გეპატიჟებით ხვალ, სულთმოფენობას, საღამოს 8 საათზე, ვერის ბაღში.

ვფიქრობდი, სად შევიკრიბოთ-მეთქი. მე მთაწმინდელი კაცი ვარ, ჩემი უბანი მიყვარს და მერე გადავწყვიტე, რომ ეს მამაჩემის უბანი, ვერა, ძალიან კარგი და სიმბოლური ადგილია კაცების შეყრისათვის.

იქ მოვალთ ჩვენ, ჩვენი მეგობრებით და გაგაცნობთ სამოქმედო გეგმას. ეს სამოქმედო გეგმა არის საქართველოში წესრიგის დაცვა” – გა­ნა­ცხა­და ლევან ვა­სა­ძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული