პარასკევი, აპრილი 26, 2024

ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პოლიტიკური განაცხადი

პოლიტიკაში აქტიური დაბრუნება გადაწყვიტა და ამ მიზნით ახალი პოლიტიკური მოძრაობა, “გამარჯვებული საქართველო” დააფუძნა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის რიგებში, ასევე, იქნებიან გუბაზ სანიკიძე, ვალერი გელბახიანი, კოტე კემულარია, გურამ ჩალაგაშვილი, ნიკა რამიშვილი და სხვები. აღსანიშნავია, რომ ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის ცალკეული წევრები, თავის დროს, სხვადასხვა პარტიის რიგებში თუ ხელისუფლების მაღალ პოსტებზე იმყოფებოდნენ და შესაბამისად აქვთ პოლიტიკური საქმიანობის არც თუ მცირე გამოცდილება.

როგორც ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერები აცხადებენ, მათი ასეთი აქტიურობა განაპირობა ქვეყანაში შექმნილმა უმძიმესმა მდგომარეობამ:

ქვეყანაში არის ანომალიური მდგომარეობა, ყველა მიმართულებით, აბსოლუტურად და ამან შეგვყარა ყველა ერთად. შესაბამისად, ჩვენი ამ შემადგენლობით გვინდა გარკვეული სახის გზავნილი გავუგზავნოთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ ადამიანს, რომ ჩვენ, აი ამ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, გვერდზე გადავდეთ ეს ყველაფერი და ვიკრიბებით ერთად იმისთვის, რომ ქვეყანა ამოვიყვანოთ ამ ჭაობიდან. გვინდა, ძალიან ბევრ ადამიანთან გამოვნახოთ საერთო ენა, ამ თემაზე და მათთან მივაღწიოთ ერთობას იმისთვის, რომ შეიცვალოს ხელისუფლება. ივანიშვილი არის ყველა პრობლემის სათავე ამ ქვეყანაში. ამ ადამიანის მოშორება შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ ერთობით. ამიტომ “ძალა ერთობაშია” იქნება გამაერთიანებელი ლოზუნგი თითოეული ჩვენგანისთვის” – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

ქვეყანაში არსებული პრობლემების სათავედ ბიძინა ივანიშვილი მიაჩნია გუბაზ სანიკიძეს.

ბიძინა ივანიშვილს აქვს აკვიატება, რომ ინკუბატორი გააკეთოს პოლიტიკოსებისგან, ვნახოთ ვის გამოჩეკავს. “ქართული ოცნება” არ არსებობს! პრობლემა ქვეყანაში არის ერთი კაცის და აქ ყველა კი არ უპირისპირდება მას, ის დაუპირისპირდა ყველას. ამიტომ ფორმულა ყველა ერთის წინააღმდეგ კი არ არის, ერთი ყველას წინააღმდეგ მუშაობს” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობის ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს, წინა ხელისუფლების დროს, ეკავა გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის პოსტები.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული