პარასკევი, აპრილი 19, 2024

თამარ ჟვანიამ 9 ივნისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ დასკვნით საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, რომლებმაც გამოიჩინეს სამოქალაქო აქტიურობა, მივიდნენ არჩევნებზე და მოიხადეს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი.

მადლობა მინდა ასევე გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის, ვინაიდან მათ შექმნეს ყველა პირობა იმისათვის, რომ ამომრჩევლებს საკუთარი უფლების რეალიზება მოეხდინათ. მადლობას ვუხდი იმ ჩართულ მხარეებსაც, რომლებიც პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს და საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და შეუფერხებლად წარმართვას შეუწყვეს ხელი” – განაცხადა თამარ ჟვანიამ. 

პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები 31-ვე საარჩევნო უბნის მიხედვით შემდეგია:

№13 შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“) – 38, 17 % (6 630 ხმა);
№41 ვლადიმერ კახაძე („ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“) – 61,83 % (10 738 ხმა).

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული