1 ივლისიდან თბილისის მეტრო მუშაობის დროს შეამცირებს

მეტროსადგურებში ელექტროგაყვანილობის კუთხით შექმნილ საკმაოდ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა დღეს დედაქალაქის მერმა, თბილისის მთავრობის სხდომაზე. როგორც კახა კალაძემ განაცხადა აზიის განვითარების ფონდის მიერ გამოიყო 15 მილიონი დოლარი, რაც სრულად მოხმარდება მეტროსადგურების რეაბილიტაციას.

თბილისის მერის განმარტებით, მეტროსადგურების ექსპლუატაციაში გაშვებიდან დღემდე არ მომხდარა სისტემის ელექტროგაყვანილობის რეაბილიტაცია, რის გამოც შეიქმნა საკმაოდ მძიმე სიტუაცია. გადაწყდა, რომ ა.წ. 1 ივლისიდან დაიწყება აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამ დროის განმავლობაში მიწისქვეშა ტრანსპორტის მუშაობის პერიოდი 1 საათით შემცირდება და მეტროსადგურები, მგზავრთათვის, დაიკეტება  23:00 საათზე, ნაცვლად 24:00-სა.

მეტრო ჩვეულებრივად დილის 06:00 საათიდან დაიწყებს მუშაობას, უბრალოდ ერთი საათით ადრე – ღამის 11:00 საათზე დაამთავრებს მუშაობას. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ კომპანიას და იქ მომუშავე ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ ის სამუშაოები, რომელიც არის დაგეგმილი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის უსაფრთხოება, ჩემთვის, ჩემი თანამშრომლებისთვის და ვფიქრობ, ყველა ადამიანისთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება არის ძალიან მნიშვნელოვანი” – აღნიშნა კახა კალაძემ.

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *