პარასკევი, აპრილი 19, 2024

ეკა ბესელია პოლიტიკურ პარტიას ქმნის

“ქართული ოცნებიდან” დემარშით წასული ეკა ბესელია, თავის თანამოაზრეებთან ერთად ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას აანონსებს.

ქვეყანაში არსებული დღევანდელი ვითარების გამო, რომლის მსგავსი ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუვლია და რომლის დადებითად დაძლევის და გადაწყვეტის არაერთგზის ისტორიული გამოცდილებაც არსებობს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა “სამართლიანობისთვის”.

მჯერა, რომ ეს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობით შეცვლის არსებულ ვითარებას, შეცვლის ხელისუფლებას, შეცვლის ამ რეალობას, ამ უსამართლო გარემოს და ჩვენი მთავარი სათქმელი იქნება სწორედ ის, რომ ყველაფერი უნდა გადაწყდეს, გაიზომოს, აიწონოს და მოგვარდეს სწორედ სამართლის პრინციპით და სამართლიანობისთვის.

ეს არის ის იდეა, რომელიც ჩვენ ყველას გაგვაერთიანებს” – განაცხადა ეკა ბესელიამ

შემოგვიერთდით სამართლიანობისთვის ბრძოლაში! ეს არის იდეა , რომელიც ბევრშია, ყველაში ვინც მას ერთგულობდა და ერთგულობს დღესაც. გავერთიანდეთ ამ ახალი მოძრაობის ირგვლივ და ვიაროთ სამართლიანობის მისაღწევად ერთად!” – მიმართავს საზოგადოებას, ეკა ბესელია.

პარტიის სახელწოდება იქნება “სამართლიანობისთვის”.

20 ივნისს დაგეგმილია დამფუძნებელი ყრილობის ჩატარება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული