პარასკევი, აპრილი 19, 2024

გენერალურ პროკურორს უზენაეს სასამართლოში გადასვლის სურვილი გაუჩნდა

განცხადებების შეტანის ვადების ამოწურვის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესმა  საბჭომ გაასაჯაროვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განმწესების მსურველი, 144 კანდიდატის მონაცემები. ბევრისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა, აღნიშნულ სიაში, მოქმედი გენერალური პროკურორის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, აუდიტის სახელმწიფო სამსახურის დეპარტამენტის უფროსის თუ სხვათა გვარების ნახვა. თუმცა განსაკუთრებული ინტერესი მაინც გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რადგანაც იგი, სულ რაღაც, 10 თვის წინ დაამტკიცა პარლამენტმა აღნიშნულ თანამდებობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის უჩვეულო არაფერია იმაში, რომ მოქმედ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს.

ეს იყო ის შემთხვევა, სადაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ დაგვჭირვები, ხომ? ჩვენ უნდა გვეხელმძღვანელა საუკეთესო ევროპული პრაქტიკით  და რეალურად ეს ასეც მოხდა. აქედან გამომდინარე ნებისმიერ მსურველს, მათ შორის, შალვა თადუმაძეს ან ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანს, ნებისმიერ თანამდებობაზე მყოფ ადამიანს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ მთავრია, რომ საზოგადოებამ დაინახოს და ეს უკვე დაინახა იმ კანონით, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, რომ ნებისმიერ ადამიანის შერჩევა ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე ხდება გამჭვირვალედ” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დადებითი ეპითეტები არ დაიშურა შალვა თადუმაძის მიმართ, ასევე, პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, კომიტეტის თავჯდომარემ მარიამ ჯაშმაც.

ჩვენ ბუნებრივია, ვიმსჯელებთ ბატონი შალვას კანდიდატურაზე. ის, რომ ბატონი შალვა იყო არჩეული გენერალურ პროკურორად, უკვე მიუთითებს მის მაღალ კვალიფიკაციაზე. თუმცა, ბუნებრივია, ეს ისევ და ისევ არის მსჯელობის საკითხი” – განაცხადა მარიამ ჯაშმა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული