უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმის თანხა იზრდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმადაც მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობისთვის დღემდე განსაზღვრული 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება. აღნიშნულ კანონპროექტს მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგ წავიდა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია ჯარიმის თანხის გაზრდის მიზეზი და მიზანი:

მიუხედავად მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის დადგენილებით ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტისა, რომლის მიხედვით, მგზავრი ვალდებულია რეგულარულ მარშუტზე მგზავრობისათვის იქონიოს ბილეთი, შეინახოს იგი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს უფლებამოსილ პირსმოთხოვნისთანავე, რაც მგზავრს პრაქტიკულად ავალდებულებს მგზავრობის დასაწყისიდანვე იქონიოს სამგზავრო ბილეთი, საკითხი რეალურად დაურეგულირებელია. დედაქალაქში ევროსტანდარტების შესატყვისი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3-კატეგორიის ახალი ავტობუსების შემოყვანის პროცესის დაწყებას მოჰყვა ახალი სისტემის დანერგვა – მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდის საშუალებით გადახა თანდათანობით გამოიღებს იმ შედეგეს, რომ აღმოიფხვრება გაჩერების სამგზავრო ბილეთებით დანაგვიანების პრაქტიკა და შეამცირებს ბილეთის ქაღალდზე გასაწევ ხარჯს“.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯარიმის დროულად გადაუხდელობის გამო განსაზღვრული საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40 ლარამდე მცირდება.

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *