შაბათი, აპრილი 20, 2024

დენის რამდენიმე წამიანი გათიშვები და თელასის პასუხისმგებლობა აბონენტების მიმართ

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ვაქვეყნებთ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გავრცელებულ სტატუსს, სადაც ყურადღებაა გამახვილებული, თელასის მხრიდან გახშირებულ, დენის რამდენიმეწამიან გათიშვებზე:

“დღეს დილით, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ჩვენს უბანში (სავარაუდოდ სხვაგანაც და სხვა დროს, არაერთხელ), 7-8-ჯერ მაინც გაითიშა დენი 4-5 წამით და ასეთი ქმედებებით უკვე მერამდენედ შეგვახსენეს 90-იანი წლები. ვრეკავ თელასის ცხელ ხაზზე და ვუხსნი ოპერატორს ფაქტის, შექმნილი დისკომფორტისა და სხვადასხვა მოწყობილობის დაზიანების (რამაც, შესაძლოა, მოგვიანებით იჩინოს თავი და ამიტომ ვერ დავუმტკიცოთ თელასს, რომ მათი ბრალეულობის გამოა) რისკის შესახებ. მიღებული პასუხი – დემაგოგიური, “ხდება ხოლმე”, “თუ რამე არ მოგწონთ მოგვმართეთ განცხადებით” და კიდევ ათასი “კეთილი რჩევა”, არადა განხორციელებული ზარის დროს საუბარი იწერება და წესით იგი განცხადების ტოლფასი უნდა იყოს, ამასთან, მინიმუმ, ბოდიშს მაინც უნდა იხდიდნენ შექმნილი დისკომფორტის გამო, თუმცა ეს ფუჭი მოლოდინია…

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თელასი ნამდვილად ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას აბონენტებთან მიმართებაში!

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, თელასი ვერ აცნობიერებს თავის ვალდებულებებს მოსახლეობის მიმართ, სამაგიეროდ ძალიან კარგად იცის საკუთარი უფლებები და ეს არაერთ აბონენტს უგრძვნია საკუთარ თავზე…”

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული