განსჯის საგანი: NDI-ის კვლევების მნიშვნელოვანი და საყურადღებო შედეგები

მიმდინარე წლის აპრილში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვა/კვლევის შედეგები სერიოზული განხილვის საგანი გახდა და არაერთი მნიშვნელოვანი აქცენტიც გაკეთდა.

საყურადღებო ფაქტია, რომ აღნიშნული კვლევის მიხედვით გაზრდილია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისი აზრითაც საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 46%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება; 26%-ის აზრით უცვლელია და მხოლოდ 15%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. 4%-მა პასუხი ვერ გასცა შეკითხვას.

2009-19 წლების დინამიკა გვიჩვენებს, თუ როგორ იცვლებოდა საზოგადოების განწყობა ხელისუფლების მიერ არჩეულ კურსთან მიმართებაში.

 

საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გავლენას, 2012 წლიდან დღემდე:

  • საქართველოს ეკონომიკაზე
    მოსახლეობის 12% პოზიტიურად აღიქვამს, 43% – უარყოფითად;
  • საქართველოს პოლიტიკაზე
    მოსახლეობის 9% პოზიტიურად აღიქვამს, 43% – უარყოფითად;
  • საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე
    მოსახლეობის 7% პოზიტიურად აღიქვამს, 47% – უარყოფითად;

 

აქვე საყურადღებო ფაქტია, რომ გამოკითხულთა 39% საქართველოსთვის უარყოფით მოვლენად მიიჩნევს, 50% კი – დადებითად.

 

როგორც კვლევებიდან ჩანს, იზრდება ინტერნეტის მეშვეობით პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღება და 2016 წლიდან 7 პროცენტით გაიზარდა იგი. ამასთან, ამ ხნის განმავლობაში, მოიკლო ტელევიზიიდან ანალოგიური ინფორმაციის მიმღებთა რაოდენობამ.

გამოკითხულთა 65% აცხადებს, რომ კვირაში ერთხელ მაინც გამოიყენებს ინტერნეტს, 28%-ს კი – საერთოდ არ გამოუყენებია.

 

კვლევის პოლიტიკური ნაწილში დაფიქსირდა ისეთი შედეგები, რაც სერიოზული განსჯის საგანია:

გამოკითხულთა 56% მთავრობის მუშაობას ცუდად აფასებს და მხოლოდ 36% – კარგად.

რესპოდენტთა 40% ცუდად ან ძალიან ცუდად აფასებს პარლამენტის საქმიანობას და მხოლოდ 12% – კარგად ან ძალიან კარგად.

სასამართლოს საქმიანობას 38% აფასებს ცუდად ან ძალიან ცუდად, ხოლო 12% – კარგად ან ძალიან კარგად.

ბევრად უფრო მაღალია ნდობა პოლიციის მიმართ 48% აფასებს კარგად ან ძალიან კარგად, ხოლო 14% – ცუდად ან ძალიან ცუდად.

გამოკითხვის მიხედვით სახელმწიფო დაწესებულებებიდან იუსტიციის სახლების მიმართაა განსაკუთრებით მაღალი ნდობა. რესპოდენტთა 59% აფასებს მათ საქმიანობას კარგად ან ძალიან კარგად და მხოლოდ 9% – ცუდად ან ძალიან ცუდად.

 

პოლიტიკური პარტიების რეიტინგი, გამოკითხვის შედეგად შემდეგია:

კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა

17% – ქართულ ოცნებას ასახელებს;

14% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას;

3% – ევროპულ საქართველოს;

3% – პატრიოტთა ალიანსს;

6% – სხვა პარტიებს.

 

პოლიტიკოსების რეიტინგში ლიდერობენ დავით სერგეენკო და კახა კალაძე, რომელთა მიმართაც გამოკითხულთა 40-40% გამოხატავს დადებით დამოკიდებულებას. გამოკითხვის შედეგების შესაბამისად პოზიტიურ რეიტინგში მე-3 ადგილზეა საქართველოს მე-3 პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი.

 

 

NDI-ის ინფორმაციით საველე სამუშაოები ჩატარდა ა. წ. 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში.

გამოკითხვა მიმდინარეობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და მასში მონაწილეობა მიიღო 2927 რესპოდენტმა.

კვლევის შედეგად მიღებული საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 2.3%.

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *