დამტკიცებული კანონი უზრუნველყოფს კეთილსინდისიერი და მაღალკვალიფიციური მოსამართლეების შერჩევას – ირაკლი კობახიძე

სახალხო დამცველის მასპინძლობით გამართული მრგვალ მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის პროცესისა და კონტექსტის შესახებ ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტმა პირობა შეასრულა – მოსამართლეთა ათკაციანი სიის განხილვა შეაჩერა და იანვარში კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო. მისივე შეფასებით, შედეგი მიღწეულ იქნა და გაიწერა ღია და გამჭვირვალე პროცედურა.

დაახლოებით, ოთხი თვე მოვანდომეთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში კანონპროექტის განხილვას და შემდეგ უკვე საპარლამენტო ფორმატში მის განხილვას და დამტკიცებას. ეს იყო ძალიან საინტერესო, ინკლუზიური პროცესი. პროცესში ჩართული იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ადვოკატთა ასოციაციის და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, სხვა დაინტერესებული მხარეები და ამის საფუძველზე შემუშავდა, საბოლოო ჯამში, კანონპროექტი, რომელიც იქნა წარდგენილი საქართველოს პარლამენტში.რაც შეეხება საბოლოო შედეგს, ამოცანა იყო ღია და გამჭვირვალე პროცედურის გაწერა და ვფიქრობ, რომ ამ შედეგს მივაღწიეთ. კანონით გაწერილია იმგვარი ღია და გამჭვირვალე პროცედურა, რომელიც, საბოლოო ჯამში, შედეგად მოგვცემს კეთილსინდისიერი და მაღალკვალიფიციური უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებას საკუთარ პოზიციებზე” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *