ხელისუფლება სოციალურ პროგრამას საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს – თეონა ჭალიძე

ზუგდიდში, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის წინასაარჩევნოდ გაზრდის ფაქტს ეხმაურება პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე:

“წინასაარჩევნოდ, ზუგდიდში, სოციალურად დაუცველის სტატუსი მიანიჭეს დამატებით 1300 პირს. 1280-ს შემწეობის დანიშვნის უფლება წარმოეშვებათ მომდევნო თვეებიდან და 376 პირზე კი მიმდინარეობს დანიშვნის პროცედურა. ანუ ჯამში 3000-მდე პირი წინასაარჩევნოდ, სოციალურად დაუცველთა ბაზას დაემატა.

ასეთია ოფიციალური სტატისტიკა და ეს მაშინ, როცა ოჯახებს, რომლებიც ღიად აფიქსირებენ, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მხარდაჭერას, სწორედ პოლიტიკური ნიშნით არ უნიშნავენ დახმარებას. კიდევ ერთხელ, ხელისუფლება იყენებს ამ სოციალურ პროგრამას საარჩევნო მიზნებისთვის. ესაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ესაა ამომრჩევლების მოსყიდვა. მაშინ, როცა საპრეზიდენტო არჩევნები ზუგდიდში ხელისუფლებამ დაშინების, მოსყიდვის, გაყალბების შემდეგ, მხოლოდ 542 ხმით “მოიგო”, ნათელია რომ სინამდვილეში წააგო და ახლა ამ მეთოდით ცდილობს ხმების მოპოვებას.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, პირდაპირ სთავაზობდნენ სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებას ხმების სანაცვლოდ” – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *