საქართველოს საპატრიარქოს განცხადება, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს ა.წ. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით და ახდენს საზოგადოების ინფორმირებას, რომ წელსაც შედგება სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს.

მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება.

საპატრიარქო განცხადების თანახმად, ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, რომ  ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი.

აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არ აქვს. შეიძლება რაიმე გაუგებრობა მოხდეს, შეიძლება არ მოხდეს. ამიტომ ჩვენ ასეთი გარანტიის მიცემა არ შეგვიძლია, ვერავის ვერ მივცემთ ასეთ გარანტიას. ჩვენ ვაცხადებთ ოფიციალურად, ეკლესიის პოზიცია არის ოფიციალური – ჩვენ ვატარებთ მშვიდობიან მსვლელობას და რა თქმა უნდა  ვემიჯნებით მსგავს გამოვლინებებს თუ ვინმეს მხრიდან იქნება ეს. დანარჩენი სახელმწიფოში არსებობს მართლმსაჯულება და სახელმწიფო იზრუნებს აი ამ წესრიგის დამყარებაზე“- განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

 

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *