პარასკევი, მარტი 29, 2024

გიორგი ქობულია: “მე თანამდებობა ჩემი ნებით არ დამიტოვებია, მე ვიყავი გადაყენებული”

საქართველოს პარლამენტის წევრები ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიას შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა ჩაინიშნა ყოფილ მინისტრთან შეხვედრის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

აღნიშნულ შეხვედრაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა პრეზენტაცია “ეკონომიკური გეგმები და ხედვა” წარადგინა.

პრეზენტაციის ფარგლებში, გიორგი ქობულიამ ისაუბრა იმ სამუშაოების შესახებ, რაც მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელდა და პარლამენტის წევრებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო. მისი განცხადებით, დღევანდელი პრეზენტაციის და შეხვედრის მიზანი იყო არსებული ეკონომიკური გამოწვევების საქმიანი და შინაარსობრივი განხილვა. გიორგი ქობულიამ ისაუბრა ხედვებზე ეკონომიკის სისტემურ განვითარებასთან დაკავშირებით და ასევე იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელთა გადაჭრაც ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

შეხვედრის შემდეგ გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებთან დააკონკრეტა პოსტიდან მისი გადადგომის საკითხი:

მე განცხადება გავაკეთე უკვე არაერთხელ. მე თანამდებობა ჩემი ნებით არ დამიტოვებია, მე ვიყავი გადაყენებული. ამასთან დაკავშირებით არის ბრძანება. რა თქმა უნდა ჩემი გადაყენების, როგორც ეკონომიკის მინისტრის, პრეროგატივა აქვს პრემიერ-მინისტრს. მან დაწერა განცხადება.

მე მგონია, რომ ამაში არ არის გასაკვირი, რომ ეს გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციის შედეგად იყო მიღებული. ეს იყო მთელი რიგი მიზეზები, სადაც მე არ  ვუჭერდი მხარს მთელ რიგ გადაწყვეტილებებს” – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული