პარასკევი, აპრილი 19, 2024

იუსტიციის მინისტრის პოზიცია “რუსთავი 2”-ში მენეჯმენტის ცვლილებასთან დაკავშირებით

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება “რუსთავი 2”-ს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, ასევე ტელეკომპანიაში მენეჯმენტის შესაძლო ცვლილების თემას და აცხადებს, რომ ეს გამორიცხულია და აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადაიდგმება, მანამ სანამ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი შეჩერების გადაწყვეტილება არის ძალაში.

რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს “რუსთავი 2”-ის, როგორც კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრე, ქალბატონი ნიჟარაძე სხვა მესაკუთრეებით, ან არ მოსწონდეს მას ან სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები ჰქონდეს მისივე კუთვნილი კომპანიის ხელმძღვანელობასთან, მთავარი არის ის, რომ ყველას კარგად გვახსოვდეს, ყველას კარგად გვესმოდეს, რომ ორი წელია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. შეჩერების გადაწყვეტილება, ანუ დროებითი ღონისძიება იქნა მიღებული. ეს გადაწყვეტილება არის დღესაც ძალაში და ვერავითარი ტრანზაქცია, იქნება ეს საჯარო რეესტრი, იუსტიცის სამინისტროს რომელიმე სხვა სსიპი, ან რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულება, აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში, ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს, მანამ სანამ შეჩერების ეს გადაწყვეტილება არის ძალაში და მანამ სანამ სტრასბურგის სასამართლო არ გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული