“რუსთავი 2”-ზე დაიწყო შეტევის ახალი ფაზა – ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება

ხელისუფლების მორიგი თავდასხმა “რუსთავი 2”-ზე და “ქართული ოცნების” ახალი გეგმა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ – სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია იმ ახალ სარჩელზე საუბრობს, რომელიც “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ მომზადდა. გვარამიას თქმით ეს არის “სარჩელი სარჩელისთვის” და ეს არის მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღნდეგ.

“დაიწყო “რუსთავი 2”-ზე შეტევის ახალი ფაზა და რა თქმა უნდა ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი არა მხოლოდ “რუსთავი 2”-სთვის არამხოლოდ თავისუფალი სიტყვისთვის ამ ქვეყანაში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ძალიან სიმბოლურია რომ ეს ბრძოლა რუსული ორიენტაციის ძალებსა და დასავლური ორიენტაციის ძალებს შორის და იმედი მაქვს რომ ყველა დასავლური ორიენტაციის ზალა გააცნობიერებს ამას, ეს ბრძოლა გადის “რუსთავი 2”-ზე. “რუსთავი 2”-ში დღეს შემოვიდა 9%-ის მფლობელი მეწილის ნინო ნიჟარაძის სარჩელი, “რუსთავი 2”-ის სხვა მეწილეების, პირადად ჩემი და “რუსთავი 2”-ის გაყიდვების სახლის წინააღმდეგ. ნინო ნიჟარაძე ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების სახით.  ითხოვს ჩემგან და სხვა მეწილეებისგან, თუმცა თვითონ 9 %-ს ფლობს და ეტყობა მას უფრო აწუხებს ვიდრე 91% წილის მფლობელებს, ითხოვს თვითონ როგორც ამბობს, 2015 წელს გამქრალი 10 მილიონი ლარის, ამას ითხოვს გაყიდვების სახლისგან, არა ჩვენგან და ჩვენთვისაც უცნობია რა თანხაზეა ლაპარაკი და ერთადერთი წყარო, რომელიც ამაზე საუბრობდა 2015 წელს ეს იყო კახა ბექაური და მისი კომისია, ამაზე დაყრდნობით არის ამაზე საუბარი, სრული აბსურდია, არავითარი 10 მილიონი არ გამქრალა და ითხოვს ჩემგან რატომ გავზარდე უფასო პოლიტიკური რეკლამების ლიმიტი ოპოზიციის სასარგებლოს და ამით ზიანი მივაყენე კომპანიას, მაგრამ ამაზე მხოლოდ მარეგულირებელი კომპანია საუბრობდა და ამაზე დაყრდნობითაა გაკეთებული ეს განცხადება და კანონით გათვალისწინებული საქმიანობაა, ასევე ითხოვს მილიონ 600 ათას ლარს, რადგან სხვა მეწილეებმა არ მისცეს გაყიდვის უფლება, რაც წესდებით გათვალისწინებულია… ჯამში ითხოვს 26 მილიონ ლარს დაახლოებით, ითხოვს სოლიდარულად, ჩემგან და მეწილეებისგან. ეს დავა არის სრულიად აბსურდული, სარჩელი არის სარჩელისთვის.

„დაყრდნობილია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისა და საგადასახადო დავალიანების ინფორმაციებს. დავა სავარაუდოდ არის არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ. დავას იხილავს გამორჩეულად ბინძური მოსამართლე ქოჩიაშვილი, რომელიც არის ამ ქვეყნისთვის კარგად ცნობილი სამოსამართლეო კლანის ცნობილი მოსამართლე და კარგად ცნობილია რა გადაწყვეტილებაც იქნება გამოტანილი.

“პირველი მიზანი არის „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა,  პირველ რიგში ეხება იმ ადამიანს, ვინც არის ამ სარედაქციო პოლიტიკის გარანტი, ეს ყველაფერი მეხება მე. მაინც დაველოდოთ სარჩელს, მაგრამ მთავარი მოთხოვნა, რომელიც იქნება წამოყენებული, ჩვენი წინმსწრები ინფორმაციით, იქნებოდა წამოყენებული, ეს არის დირექტორის უფლებამოსილების შეჩერება. რაც ბევრჯერ სცადა ქართულმა სასამართლომ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გამო ეს ვერ მოხერხდა. ამჯერადაც მიმართულება აღებულია აქეთ, ამიტომ ვარ ჩართული მე მოპასუხედ. მეტსაც გეტყვით, რომ ეს მოთხოვნა ამ სარჩელში იყო, უბრალოდ, ბოლო წუთში იქნა ამოღებული. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ინფორმაცია, სარჩელში მოთხოვნა ამოღებულია, მაგრამ ბაჟის გადახდის მტკიცებულება ჩარჩენილია. მიზანი არის ერთადერთი ამ აბსურდული დავის. ეს არის “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და ამ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური არხის გაჩერება, დროებითი მენეჯმენტის დანიშვნა, საქმის წაყვანა გაკოტრებისკენ და შემდეგ შეძენა ბიძინა ივანიშვილის მიერ,“-აცხადებს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ მას სწორედ საქმის გაკოტრებისკენ წაყვანა შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა. ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ არსებობს დავალიანება, რომელსაც კომპანია 2016 წლის სექტემბრიდან არ იხდის. მანამდე კი გადასახადების სრულად გადახდა ხდებოდა, მათ შორის ყადაღის დადებიდან წელიწადნახევრის განმავლობაში. ამას გარდა, ნიკა გვარამიას განცხადებით, არავის უთქვამს, რომ გადასახადების გადახდას არ აპირებენ, დავა მიმდინარეობს სტრასბურგში, რადგან კომპანიის ხელმძღვანელობა თვლის, რომ გადასახადები კანონიერად არ არის დადებული.

ნიკა გვარამიას თქმით, მოდავე არის არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლე, რომელმაც გეგეშიძის გარდაცვალების შემდეგ კომპანიის წილი მიიღო.

„ამ ქალბატონის მხრიდან სხვადასხვა ტიპის მცდელობები იყო და ამ ქალბატონის უკან დგას ხელისუფლება ცხადია და მისი წილი მართვაში გადაცემული აქვს ხელისუფლების ხელის ბიჭს “რიჟას.” ამის უკან დგას კახა ბექაური, რომელმაც ვერაფერი უქნა ამ არხს იმის მიუხედავად, რომ დაანგრია სარეკლამო ბაზარი. შეგახსენებთ, რომ “ტელეიმედიც” არ იხდის გადასახადებს, რატომ არ იხდის არავინ იცის. ჩვენს შემთხვევაში თუ ეს გასაგებია,რომ ხელისუფლების წნეხია და სტრასბურგის სასამართლოს შეჩერება აქვს გამოტანილი, “ტელეიმედი” რატომ არ იხდის გადასახადებს არავინ იცის, რა ლეგიტიმური საფუძველი არსებობს ამისთვის,“-აცხადებს ნიკა გვარამია.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *