მე ვფიქრობ, ეს არის შურისძიება მწერლებზე, მათ თავისუფლებაზე – რატი ამაღლობელი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ ერთ გაერთიანებად ჩამოყალიბდეს მწერალთა სახლი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, ეხმიანება პოეტი, ფილოსოფოსი რატი ამაღლობელი. მას დაუშვებლად მიაჩნია ასეთი გადაწყვეტილება, მით სათანადო უმეტეს კონსულტაციების გარეშე.

ყველანაირი კონსულტაციის გარეშე ამ სფეროს წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, ადამიანებთან, რომლებიც ამ სფეროში რაიმეს ქმნიან, მათთან ყველანაირი საქმიანი შეხვედრების გარეშე, სრულიად ხელოვნურად მათი გაერთიანება ისე, რომ არ არის გათვალისწინებული კულტურის პოლიტიკის ამ სფეროს მიმართულებები და ფაქტი სახეზეა. მე ვფიქრობ და ეს არის ჩემი მოსაზრება, რომ ეს არის შურისძიება მწერლებზე, მათ თავისუფლებაზე, მათ პოზიციებზე, წლების განმავლობაში” – აცხადებს რატი ამაღლობელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *