რა თქმა უნდა ცუდი ფაქტი მოხდა – ვახტანგ გომელაური პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

3 მაისს “მინისტრის საათის” ფორმატში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც არაერთ მწვავე შეკითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა. მათ შორის იყო ა.წ. 21 აპრილს პაკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირება.

ეს არ იყო სპეცოპერაცია დაგეგმილი, რომ ეს გათვლილი ყოფილიყო, ესე მოხდებოდა თუ ისე მოხდებოდა. თემა იყო: შევიდა სამშენებლო კომპანია, რომელსაც შეჰყვა 30-35 პოლიციელი, მას შემდეგ, რაც მოხდა დაძაბვა, მას შემდეგ მოხდა შეყვანა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის. იქ როგორ განვითარდა თემა ამას ანალიზი უნდა გაუკეთდეს, ან უფრო მეტი უნდა შეეყვანათ, შეგვეყვანა ერთად, სადაც უნდა შესულიყვნენ-გამოსულიყვნენ სხვა თემაა, ანალიზია გასაკეთებელი. რა თქმა უნდა ცუდი ფაქტი მოხდა. ჩვენც ჩართულები ვიყავით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ჩვენ ვზრუნავთ და ასევე ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამ შეფასებით, სუს-ის უფროსი ეთანხმება შს მინისტრის, გიორგი გახარიას პოზიციას, რომ პანკისში საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებული ღონისძიების დროს დაშვებული იქნა შეცდომა.

როგორც ჩანს, შეფასებებში გარკვეულ მომენტში რაღაც შეცდომა იყო დაშვებული, გაპარული იყო რაღაც, არასრულად იყო გაწეული ეს სამუშაო, შესაძლებელია, რომ არასაკმარისი კოორდინაციაც იყო და ფაქტობრივად, შედეგად მივიღეთ ის, რაც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ვინმემ კარგ შედეგად შეაფასოს. რა თქმა უნდა, ეს იყო ცუდი შედეგი” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *