ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

გიორგი გახარია: “პოლიცია არის ყველასი”

“მინისტრის საათის” ფორმატში საპარლამენტო მოსმენაზე იმყოფებოდა შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც ხაზი გაუსვა პოლიციის აპოლიტიკურობას.

პოლიცია არის ყველასი და პოლიციის ძირითადი მიზანი და რეფორმების ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ პოლიცია იყოს აპოლიტიკური – ეს ერთი. 

მეორე – ჩვენთვის და თითოეული პოლიციელისთვის მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ სამწუხაროდ პოლიციის და პოლიციელის დისკრედიტაციის მცდელობამ სისტემური ხასიათი მიიღო და ეს იღებს კამპანიურ ხასიათს. რა თქმა უნდა, აქაც ყველამ უნდა გავიხსენოთ ის, რომ პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და პოლიციის რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ ყველა, რამეთუ ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის დღევანდელ და მომავლის ინტერესებში” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აღსანიშნავია, რომ შს მინისტრმა უკმაყოფილება ვერ დამალა პარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ. მისი აზრით პარლამენტში, აღნიშნული მოსმენისას, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ამახვილებდნენ ყურადღებას მტკივნეულ თემებზე:

ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე იყენებენ ისეთ თემებს ქვეყნისთვის, როგორიც არის პანკისი, როგორიც არის დავით გარეჯი, როგორიც არის ცალკეული საქართველოს მოქალაქის პირადი ტრაგედია იმიათვის, რომ ეს დააკონვერტირონ პოლიტიკურ ბენეფიტებში, ეს უბრალოდ არის სამარცხვინო! როგორც ჩანს, ეს ქვეყანა არის ჩვენი მისახედი და ჩვენი მოსავლელი“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული