პარასკევი, აპრილი 19, 2024

საკადრო გადაწყვეტილებებით უნდა ავსახო შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე დიდ საკადრო წმენდა აანონსებს და ყველა იმ ჩინოვნიკის თანამდებობიდან გათავისუფლებასა და დასჯას გეგმავს, ვინც არაკეთილსინდისიერ საქმიანობასა და კანონდარღვევაშია შემჩნეული.

მოგიწოდებთ, კიდევ უფრო გაძლიერდეს შიდა აუდიტის სამსახურები და მონიტორინგის სამსახურები. მეც ასევე ვაპირებ, რომ უახლოეს დღეებში საკადრო გადაწყვეტილებებით ავსახო სწორედ ის შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან, რომელსაც დავუდეთ საფუძველი და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით არ ვაპირებთ, რომ მოვდუნდეთ. და ყველა ხელმრუდი საჯარო მოხელე, რომელიც გაბედავს, რომ საჯარო რესურსების პარაზიტად გადაიქცეს, უნდა მოხვდეს განსასჯელის სკამზე და ეს უნდა ვუზრუნველყოთ” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული