შაბათი, აპრილი 20, 2024

ვლადიმერ პუტინი: “ზელენსკი უფალი ღმერთი არაა მის წინაშე რომ წარვდგე”

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვების შემდეგ ყველას აინტერესებს, თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტასთან, ყირიმის ანექსიისა და საერთოდ, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებთან მიმართებაში.

სანამ უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება და ზელენსკი ოფიციალურად შეუდგება თავისი უფლებამოსილების შესრულებას, ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტისგან აინტერესებთ ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხები. შეკითხვაზე, თუ როდის მოხდება რუსეთის პრეზიდენტისა და უკრაინის მომავალი პრეზიდენტის შეხვედრა, ვლადიმერ პუტინი პასუხობს:

ზელენსკი ჯერ არ აუყვანიათ წმინდანების რანგში, უფალი ღმერთი არაა, რომ მის წინაშე წარვდგე“.

რუსეთის პრეზიდენტი თავის სეხნიასთან შეხვედრას მაინც არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში ზელენსკისთან  განიხილავს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას უკრაინის აღმოსავლეთში, თუმცაღა იქვე აცხადებს, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს, თუ რამდენადაა მზად ზელენსკი შეასრულოს მინსკის შეთანხმება, რაც პუტინის აზრით რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის ერთადერთი გარანტიაა.

ყველა დაიღალა დონბასში არსებული კონფლიქტისგან, ყველა ელოდება მომავალი პრეზიდენტის, ზელინსკის გადაწყვეტილებებს” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული