შაბათი, აპრილი 20, 2024

“ფინჯანი ყავა” სხვადასხვა რაკურსით განცხადებებსა და შეფასებებში

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ხუმრობანარევი შეთავაზება – “თუ “ევროპული საქართველოს” რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები”, უცებ აიტაცეს ქართველმა პოლიტიკოსებმა და ლამის ერთმანეთს შეეჯიბრნენ ყავის მოდუღებაში თუ…

ბატონ გახარიას, მე მას ვთავაზობ ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას, მობრძანდეს, ოღონდ ამით ის სერიოზულ პასუხებს ნამდვილად ვერ გაექცევა, პასუხების გაცემა მაინც მოუწევს”, მიპატიჟა ელენე ხოშტარიამ, სავარაუდოდ “ევროპული საქართველოს” ოფისში.

გახარია-ხოშტარიას “დუელმა” ლამის შურით აღავსო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი და ორივე თავისთან დაპატიჟა “ფინჯან ყავაზე”:

კარგია, რომ იუმორს ვინარჩუნებთ, მეც ჩავერთვები და ფინჯან ყავაზე ორივეს, ელენა ხოშტარიასა და გიორგი გახარიას ერთად დავპატიჟებ“.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ასე რომანტიკულ განწყობაზე არ აღმოჩნდა

უსუსურობის და უპასუხისმგებლობის გადაფარვა უნდა მთავრობას და ამ შემთხვევაში ბატონ გახარიას ამ ღლიცინით” – ერთგვარი გაბრაზებით მიმართა გახარიას პარლამენტის წევრმა, გიგა ბოკერიამ.

“ლეიბორისტული პარტიის” უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილი კი ყველაზე რადიკალური აღმოჩნდა:

თუ კი სადმე უნდა სვას ყავა გახარიამ, ეს არის მთავარი პროკურორის კაბინეტი და შემდეგ საკანი“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული