ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024

“ფინჯან ყავაზე”: ელენე ხოშტარია გიორგი გახარიას “გამოწვევას” იღებს

პანკისში, მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე შს მინისტრს აკისრებს პასუხისმგებლობას “ევროპული საქართველო” და პარლამენტში მისი მისვლის საკითხი დააყენა, რაზეც გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ პარლამენტში ადრეც მისულა და არც შემდგომში შეიკავებს თავს, “მინისტრის საათის” ფორმატში კი, მაისის პირველ კვირაში, ისედაც ეწვევა პარლამენტს. ხოლო “თუ “ევროპული საქართველოს” რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრის ამ განცხადებას გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.

შინაგან საქმეთა მინისტრთან ჩვენ გვაქვს, საზოგადოებას, რაც მთავარია, ძალიან სერიოზული კითხვები და მას მოუწევს, სერიოზული პასუხების გაცემა. თუ პარლამენტის კედლები და კომიტეტის კედლები აშინებს და სკამები, ბატონ გახარიას, მე მას ვთავაზობ ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას, მობრძანდეს, ოღონდ ამით ის სერიოზულ პასუხებს ნამდვილად ვერ გაექცევა, პასუხების გაცემა მაინც მოუწევს” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული