აი ასე, ნელ-ნელა, საძირკველიდან თითო აგურის გამოცლით ანგრევენ ქართულ სახელმწიფოს – მამუკა გამყრელიძე

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა გამყრელიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე შეფასებას აძლევს შს მინისტრის პანკისის ხეობის მაცხოვრებლებთან შეხვედრას და მის მიმართვას ადგილობრივი მაცხოვრებელებისადმი:

ტელევიზიით ვუყურებ გახარიას შეხვედრას პანკისის ხეობის მოსახლეობასთან. მინისტრმა რამდენჯერმე გაიმეორა: “ჩვენი ძმობა” “ჩვენი მეგობრობა”.

ეს არის უზარმაზარი შეცდომა, როცა შსს მინისტრი განსაკუთრებით უსვამს ხაზს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკურ წარმომავლობას. რა ძმობა ? ვისა და ვის შორის ? ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან. ისეთივე ქართველები, როგორიც თავად გახარიაა (ცხადია თუ გახარია ქართველად მოისაზრებს თავს). რა მნიშვნელობა აქვს ვინ სად დაიბადა და ვინ ვისი შვილია ? ეს ხალხი ქართულ სახელმწიფოში ცხოვრობს სხვებთან ერთად.

აი ასე, ნელ ნელა, საძირკველიდან თითო აგურის გამოცლით ანგრევენ ქართულ სახელმწიფოს!

მამუკა გამყრელიძე ასევე ეხმაურება მის მიერ ზემოთ დაფიქსირებული პოზიციის კრიტიკოსს, რომელიც ახსენებს მიხეილ სააკაშვილის მსგავს გამონათქვამებს და პასუხობს:

ერთმა ხელისუფლების მომხრემ მომწერა, სააკაშვილმაც “ძმები” უწოდა პანკისელებს და მაგისთვის “მოსულაო”?

სპეციალურად თავიდან ბოლომდე მოვუსმინე სააკაშვილის მოწოდებას პანკისელებისადმი. მინდა იმ ადამიანს, რომელმაც მომწერა, ვუპასუხო ღიად (ალბათ სხვებსაც გაუჩნდებოდათ ეს კითხვა). მიშამ თქვა “ჩემს პანკისელ დებს და ძმებსო”. ანუ მის საკუთარ ძმებად და არა ქართველების ძმებად მოიხსენია. განსხვავება ამ ორ ფრაზას შორის უზარმაზარია.

სააკაშვილს ჩემი გაპრავება არ სჭირდება და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სხვა დროს, რაიმე პროვოკაციულ ფრაზას აუცილებლად გვტყორცნის, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცამდე მართალია“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *