პერსონალური ისეთი ახირებები აქვს ირაკლი კობახიძეს, რომ ურჩევნია ყველაფერი იკადროს, ოღონდ არ დამინახოს – ეკა ბესელია

ბესელია-კობახიძის “დუელი” ერთგვარ სერიალს დაემსგავსა და ყოფილი თანაგუნდელები უკვე კარგა ხანია აღარ ერიდებიან ხისტ თუ უხეშ გამონათქვამებს ერთმანათის მიმართ. ამჯერად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ მისი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი დღის წესრიგში არ იყო ჩასმული. ეკა ბესელია, ამ საკითხში, ირაკლი კობახიძისა და ანრი ოხანაშვილის დაინტერესებას ხედავს.

მე მესმის, რომ ბოლო პერიოდის ტენდენციებით, პერსონალური ისეთი ახირებები აქვს ირაკლი კობახიძეს, რომ ურჩევნია, ყველაფერი იკადროს, ოღონდ არ დამინახოს, მაგრამ რეგლამენტს პატივი სცეს, კეთილი ინებოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

და რატომ აძლევს თავს უფლებას პარლამენტის თავმჯდომარე, პერსონალური გადაწყვეტილებებით რეგლამენტს გადააბიჯოს, მაშინ, როცა უნდა?! ჩასმულია უკვე ის კანონპროექტი, რომელიც გუშინ ასე ნაჩქარევად, უპატივცემულოდ, საზოგადოების განწყობების ფეხქვეშ გათელვის ხარჯზე კომიტეტმა განიხილა. ეს კანონპროექტი არის დღის წესრიგში. მე მაინტერესებს, რატომ იქცევა ასე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, რატომ არღვევს ამ წესს, რატომ არ არის ჩვენი კანონპროექტი დღის წესრიგში“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *