ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

ივანიშვილს არც ხალხი აინტერესებს, არც ზვიად გამსახურდია და არც ეკლესია – პაატა მანჯგალაძე

ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი აქტივობების შეფასებას ახდენს “ახალი საქართველოს” გენერალური მდივანი და განცხადებას ავრცელებს. პაატა მანჯგალაძის თქმით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბოლოდროინდელი აქტივობები არის ფარისევლობა, რადგან მას არც ხალხი აინტერესებს და არც ზვიად გამსახურდია.

“ივანიშვილს არც ხალხი აინტერესებს, არც ზვიად გამსახურდია და არც ეკლესია. თითქმის ყველა მისი ბოლო აქტივობა ფარისევლურია. მისი ამოცანა ხალხისგან მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებაა და ყველა ქმედება ამ მოტივითაა ნაკარნახევი. არასწორია შეფასება, რომ ივანიშვილი ძალაუფლებას მხოლოდ მოსყიდვითა და ძალადობით ინარჩუნებს. მისი ძალაუფლება ასევე ემყარება ადამიანთა ქცევების, მოქმედებების და აზროვნების მეთოდურ მანიპულაციებს. ისევე, როგორც ხელისუფლების შენარჩუნების, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის შედეგსაც რაოდენობები განსაზღვრავს.

ახლა მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ის, თუ ჩვენი საზოგადოების რა რაოდენობას აქვს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლების მხრიდან წამოსულ პროპაგანდას უხილავი საფრთხეებისა და მტრის ხატების შესახებ, რომელიც ყველა არადემოკრატიული მმართველისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ბოლო ციტადელია” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული